მამაკაცს, რომელმაც თავის შეყვარებულს ცეცხლი წაუკიდა, ბრალი წარედგინა

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია. ახალგაზრდა მამაკაცს 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. 24 წლის მამაკაცს, რომელმაც ახალგაზრდა ქალს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალი წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ შ.გ.-ს  განზრახული ჰქონდა განსაკუთრებული სისასტიკით - ცეცხლის წაკიდებით მოეკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ს.შ. 2020 წლის 30 ივნისს, ღამის საათებში ბრალდებულმა ს.შ. გაიყვანა მისი საცხოვრებელი სახლიდან და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
24 წლის მამაკაცმა ქალს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა – რა მოხდა თბილისში

ამის შემდეგ ბრალდებულმა ბენზინი მიასხა ქალს და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ქალს ადგილზე შეკრებილი ადამიანები დაეხმარნენ. მან ცეცხლის წაკიდების შედეგად მრავლობითი დამწვრობები და ძლიერი შოკი მიიღო.

სამართალდამცველებმა მამაკაცი საგარეჯოს რაიონში, სოფელ პატარძეულის მიმდებარე ტერიტორიაზე იმავე დღეს დააკავეს.

ახალგაზრდა მამაკაცი დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, მამაკაცს ბრალი  სსკ-ის 109-ე მუხლით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

ყველა ახალი ამბავი
0