საშიში სტატისტიკა: რამდენი ადამიანი დაიღუპა საქართველოს გზებზე ავარიების შედეგად

© Sputnik / Alex Shlamovავტომობილები გზაზე
ავტომობილები გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ავტოავარიების სტატისტიკა გამოაქვეყნა

თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. საქართველოში 2020 წლის პირველ სამ თვეში ავარიებმა 134 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 8 ბავშვია, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში დანაშაული 8,5%-ით გაიზარდა >>

სულ ამ პერიოდში მოხდა 1200 ავარია, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვა.

ავარიების ნახევარი (600) თბილისში მოხდა. დანარჩენი ავარიები მოხდა რეგიონებში. მათ შორის ლიდერობენ იმერეთი (134) და რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი (134), შემდეგ მოდის აჭარა (105) და ქვემო ქართლი (99).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასევე მოჰყავს გასულ წლის სტატისტიკა დაშავებულთა შესახებ - 1,6 ათასი ადამიანი, მათ შორის 142 - ბავშვი.

ამავდროულად, აღნიშნულ პერიოდში ქვეითთან შეჯახების 382 შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 35 ადამიანი, დაშავდა - დაახლოებით 347.

ავარიების მიზეზები

საქართველოში ავტოავარიების ყველაზე ხშირი მიზეზია შემხვედრ ზოლზე გასვლა ან გასწრების წესების დარღვევა. 2020  წლის პირველ კვარტალში ამ მიზეზით მომხდარ 82 ავარიაში დაიღუპა 18 და დაშავდა 166 ადამიანი.

ავტოავარიების მიზეზებს შორის მეორე ადგილზე სიჩქარის გადაჭარბება. 57 ასეთი უბედური შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. მესამე ადგილზე დისტანციის დარღვევა მოძრაობისას - 37 ავარიის დროს ამ მიზეზით 2 ადამიანი დაიღუპა.

უსაფრთხოების ზომები და რეფორმები

საგზაო უსაფრთხოების საკითხი საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია. 2019 წლის თებერვალში შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფას, უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე ეფექტურ რეაგირებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
ბათუმში ავარიაში 6 წლის ბავშვი დაიღუპა

პარალელურად გაფართოვდა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს გზებზე სულ მოქმედებს 4 467 ვიდეოკამერა (2 862 – ზოგადი ხედვის, 1 605 – ნომრის ამომცნობი) და სიჩქარის კონტროლის 216 სექცია. ჯამში დაფარულია 861 კმ საგზაო მონაკვეთი.

ფარული პატრულირების მეთოდთან ერთად დაწყებულია შერეული მეთოდით პატრულირების პრაქტიკის დანერგვა. ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდა უკონტაქტო პატრულირების სამოქმედო არეალი და მოიცვა ქალაქები თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ასევე იმერეთის რეგიონი.

საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში დაიწყო ე.წ. შავი წერტილების აღრიცხვა – შეიქმნა რუკა, რომელზეც დაიტანება ის ადგილები, სადაც ყველაზე ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები.

 

ყველა ახალი ამბავი
0