საქართველოში დანაშაული 8,5%-ით გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ჩადენილი დანაშაულის ყველაზე დიდი წილი მოდის ქურდობაზე, ნარკოდანაშაულზე და ოჯახურ ძალადობაზე

თბილისი,2 თებერვალი — Sputnik. 2019 წელს საქართველოს შსს-მ 65 ათასზე მეტი დანაშაული დაარეგისტრირა, რაც 2018 წელთან შედარებით 8,5%-ით მეტია, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებში.

თბილისში 34 წლის ქალი შვილებისა და ქმრის მიმართ ძალადობის ბრალდებით დააკავეს >>

გასულ წელს 21,7 ათასზე მეტი დანაშაული გაიხსნა, მაშინ როდესაც 2018 წელს 59,9 ათასი დანაშაულიდან გახსნეს 19,5 ათასი საქმე.

დაკავება - Sputnik საქართველო
თბილისში დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავეს

ჩადენილი დანაშაულიდან დაახლოებით 40% - საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულია, საიდანაც ნახევარზე მეტი ქურდობაა. გასულ წელს 20,1 ათასზე მეტი ქურდობაა რეგისტრირებული, საიდანაც გახსნილია მხოლოდ 19%.

მეორე ადგილზე ნარკოდანაშაულია. საანგარიშო პერიოდში რეგისტრირებულია 6,5 ათასი დანაშაული, გახსნილია 74,1%.

მესამე ადგილს იკავებს ოჯახური ძალადობა. 2019 წელს დარეგისტრირებულია ამ კატეგორიის დაახლოებით 5000 დანაშაული, საიდანაც გახსნილია დაახლოებით 3 ათასი.

კიდევ ერთი გავრცელებული სახეობა სატრანსპორტო დანაშაულია. გასულ წელს საქართველოში დაახლოებით 3,3 ათასი ავარია მოხდა, 356 კი ლეტალურად დასრულდა.

რაც შეეხება მექრთამეობასთან ბრძოლას - გასულ წელს აღიძრა 63 სისხლის სამართლის საქმე, საიდანაც 23 გაიხსნა.

ყველა ახალი ამბავი
0