თბილისში 34 წლის ქალი შვილებისა და ქმრის მიმართ ძალადობის ბრალდებით დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქმარს და არასრულწლოვან შვილებს

თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანი შვილებისა და მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოლდოვის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა 34 წლის ქალმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქმარს და არასრულწლოვან შვილებს (16 და 10 წლის).

ბრალდებული ოჯახის წევრებზე სისტემატურად ძალადობდა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით, წინასწარი შეცნობით ორი ან მეტი არასრულწლოვნის და ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს და ითვალისწინებს ერთიდან სამ წლამდე ვადით პატიმრობას.

ყველა ახალი ამბავი
0