სისხლიანი ავარია ოზურგეთში: ქალი ადგილზე დაიღუპა

© Sputnik / STRINGERპოლიცია შემთხვევის ადგილზე
პოლიცია შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანქანა შუახნის ქალს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის გზაზე გადასვლას ცდილობდა. მიღებული ტრავმების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს ქალაქ ოზურგეთში, პეტრიწის ქუჩაზე დაეჯახა, შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.

რუსთავში ავარიას 23 წლის მორაგბე ემსხვერპლა >>

ტელეარხის ინფორმაციით, მანქანა დაეჯახა ქალს, როდესაც ის გზაზე გადადიოდა. მიღებული ტრავმების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოლიციელი დაიღუპა - მძღოლი მიიმალა

ავტომობილის მძღოლი მიიმალა. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წელს ქვეითთან შეჯახების 1.4 ათასი შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 102 ადამიანი, დაშავდა დაახლოებით 1,5 ათასი.

მთლიანობაში 2019 წელს საქართველოში 5.8 ათასი ავარია მოხდა, რომელსაც სამართლებრივად დასჯადი მძიმე შედეგები მოჰყვა. ავარიებმა 481 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 18 ბავშვია, დაშავდა 7.9 ათასი ადამიანი, მათ შორის 318 – ბავშვი.

ყველა ახალი ამბავი
0