თბილისი, 7 მაისი — Sputnik. რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება ქართული მასმედია.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 23 წლის სპორტსმენი ნიკოლოზ კევლიშვილია, რომელიც რუსთავის კლუბ „ხარების" მორაგბე იყო.
საზარელი ავარია ბოლნისში: ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი ბოძს შეეჯახა >>>
შემთხვევა ფიროსმანის ქუჩაზე გუშინ მოხდა. „მერსედესის" მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა.
დაშავებული უგონო მდგომარეობაში კლინიკა „რუსთავში" გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.