04:40 07 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (256)
12002

თბილისში, სადგურის მოედანთან ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა და მანქანებს დაეცა. რუსთავში ქალაქის ცენტრალური სტადიონის შესასვლელში არსებული შენობის გადახურვა დაზიანდა

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. ბოლო 12 საათის განმავლობაში, უამინდობის გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაფიქსირდა 260 შეტყობინება, აქედან 240 - თბილისში, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

საბედნიეროდ, არც ერთ შემთხვევაში არავინ არ დაშავდა.

„შეტყობინებების უმეტესობა ხის ან ტოტების მოტეხის შესახებ იყო, დაფიქსირდა რამდენიმე სარეკლამო ბილბორდის დაზიანებაც და შემთხვევები, რა დროსაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა. ხის ტოტების მოტეხის შედეგად, ჯამში, დაზიანდა 13 ავტომობილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე  ამინდი 22 მაისიდან  გაუარესდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, 23–24 მაისს  ტემპერატურა 15–17 გრადუსამდე დაიკლებს.

თემები:
უამინდობა საქართველოში (256)

მთავარი თემები