თბილისი, 23 მაისი - Sputnik. ბოლო 12 საათის განმავლობაში, უამინდობის გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაფიქსირდა 260 შეტყობინება, აქედან 240 - თბილისში, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
საბედნიეროდ, არც ერთ შემთხვევაში არავინ არ დაშავდა.
„შეტყობინებების უმეტესობა ხის ან ტოტების მოტეხის შესახებ იყო, დაფიქსირდა რამდენიმე სარეკლამო ბილბორდის დაზიანებაც და შემთხვევები, რა დროსაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა. ხის ტოტების მოტეხის შედეგად, ჯამში, დაზიანდა 13 ავტომობილი“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი 22 მაისიდან გაუარესდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, 23–24 მაისს ტემპერატურა 15–17 გრადუსამდე დაიკლებს.