21:33 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1554)
118 0 0

ახალგაზრდა ქალი თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად ნაპირზე სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით ამოიყვანეს.

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ბათუმში მაშველები დაეხმარნენ ახალგაზრდა ქალს და მის ძაღლს, რომლებიც ზღვის ნაპირზე ბეტონის ფილაზე ჩარჩნენ, ინფორმაციას საგანგებო მდგომარეობის მართვის სამსახური ავრცელებს.

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ბათუმში, ზღვის ნაპირზე ბეტონის ფილაზე მოქალაქე ძაღლთან ერთად იყო შემორჩენილი და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ადგილზე მალევე გამოცხადდა. ახალგაზრდა ქალი თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით ამოიყვანეს.

გოგონა და მისი ძაღლი თავს კარგად გრძნობენ, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას აღარაფერი ემუქრება.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1554)

მთავარი თემები