თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ბათუმში მაშველები დაეხმარნენ ახალგაზრდა ქალს და მის ძაღლს, რომლებიც ზღვის ნაპირზე ბეტონის ფილაზე ჩარჩნენ, ინფორმაციას საგანგებო მდგომარეობის მართვის სამსახური ავრცელებს.
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ბათუმში, ზღვის ნაპირზე ბეტონის ფილაზე მოქალაქე ძაღლთან ერთად იყო შემორჩენილი და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება“, - ნათქვამია განცხადებაში.
სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ადგილზე მალევე გამოცხადდა. ახალგაზრდა ქალი თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით ამოიყვანეს.
გოგონა და მისი ძაღლი თავს კარგად გრძნობენ, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას აღარაფერი ემუქრება.