00:44 31 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (916)
145 0 0

ქურდული სამწაროს წევრობისა და კანონიერი ქურდის სტატუსისთვის დაკავებულს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 13 მაისი - Sputnik. სამართალდამცველებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით 27 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად „რეზიკო ჯვარსკი“ დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციის ინფორმაციით, კრიმინალი საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ აღმოჩნდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობდა და ჩადენილი დანაშაულებისთვის სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცველი უწყებების მიერ არაერთხელ იყო დაკავებული.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს „კანონიერ ქურდობას“ და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 15 წლამდე ვადით. 

„ქურდულ სამყაროსა" და მასთან დაკავშირებულ კრიმინალურ მენტალიტეტთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით 2018 წლის აპრილიდან სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე „ქურდულ სამყაროსთან" დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

კერძოდ, „კანონიერ ქურდობასა" და „ქურდული სამყაროს წევრობასთან" ერთად სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა", „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა" და „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა".

თემები:
კრიმინალი საქართველოში (916)

მთავარი თემები