საერთაშორისო სპეცოპერაცია: საქართველოს დახმარებით უცხოეთში ათი კანონიერი ქურდი დაიჭირეს

გამოწერა
შინაგან საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლაში უცხოეთის ქვეყნების სამართალდამცველებთან ეფექტური თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობდა ათ საერთაშორისო სპეცოპერაციაში, რომელთა ფარგლებში ევროპაში ათობით დამნაშავე დააკავეს, მათ შორის ე.წ. კანონიერი ქურდები, განაცხადა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

„ჩვენ პარტნიორებთან საერთაშორისო ურთიერთობების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა 10 საერთაშორისო სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებში დააკავა 166 დამნაშავე, მათ შორის, ქართული წარმომავლობის 10 „კანონიერ ქურდი", – განაცხადა გახარიამ.

სპეცოპერაცია ბარსელონაში - ქართველი არალეგალები მოსალოდნელ შედეგებზე გააფრთხილეს?>>

ამ საერთაშორისო სპეცოპერაციების ფარგლებში სულ ჩატარდა 21 ოპერაცია საფრანგეთში, ესპანეთში, საბერძნეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

საფრანგეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
საფრანგეთში დააკავეს საქართველოს 10 მოქალაქე, მათ შორის ორი „კანონიერი ქურდი“

მასშტაბური ოპერაცია სახელწოდებით „მერლინ–ტაკა" ბარსელონაში 4 აპრილს ჩატარდა, რომელშიც ესპანელ პოლიციელებთან ერთად ქართული სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. შედეგად დააკავეს 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის საქართველოს 66 მოქალაქე: 25 ადამიანი ბინების ქურდობისა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობის ბრალდებით, ხოლო 41 – საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის.

საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა საქართველოს შსს-სთვის პრიორიტეტულია. 2017 წლის აპრილში სამინისტრომ ევროპის პოლიციის სამსახურთან (ევროპოლთან) ხელი მოაწერა შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ, ხოლო 2018 წლის სექტემბერში ევროპოლის შტაბ-ბინაში საქართველოს ოფისი გაიხსნა. გარდა ამისა, ევროპის ქვეყნებში საქართველოდან პოლიციის ატაშეები გაგზავნეს.

„საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, მინდა გაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის ატაშეების ქსელს აფართოებს", – აღნიშნა გახარიამ.

ყველა ახალი ამბავი
0