04:11 04 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (262)
98 0 0

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ცოდნისკარში, აფენსა და კაბალში ადგილზე მოსახლეობას წყლის ამოტუმბვის სამუშაოებში მაშველები ეხმარებიან

თბილისი, 10 მაისი - Sputnik. გადაუღებელი წვიმების გამო ლაგოდეხში მდინარე კაბალი ადიდდა და შედეგად დაიტბორა სახნავ-სათესი მიწები, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ჭარბი ნალექის გამო მომატებული გრუნტის წყლებისგან დაიტბორა ოცამდე საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთები. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ცოდნისკარში, აფენსა და კაბალში ადგილზე მოსახლეობას წყლის ამოტუმბვის სამუშაოებში მაშველები ეხმარებიან.

როგორც ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა განაცხადა, წვიმების გაგრძელების შემთხევაში არსებობს მდინარე კაბალის ნაპირიდან გადმოსვლის საშიშროება, რაც გაცილებით მეტ პრობლემას შეუქმნის მოსახლეობას.

თემები:
უამინდობა საქართველოში (262)

მთავარი თემები