03:47 04 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (978)
8101

თელავის მერის განმარტებით, მიმდინარეობს რეგიონალური თავშესაფრის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ კახეთში მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მნიშვნელოვნად მოგვარდება

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. თელავში მიუსაფარი ძაღლის მკვლელობის გამო პოლიციამ გამოძიება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია  Imedi.

შემთხვევა თელავში, ალაზნის გამზირზე გუშინ მოხდა. ადგილობრივების განცხადებით, მამაკაცმა საკუთარ სადარბაზოსთან ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

მამაკაცის ოჯახის წევრების განმარტებით, მან გამაფრთხილებელი გასროლა თავდაცვის მიზნით რამდენჯერმე განახორციელა, ბრმა ტყვია კი ძაღლს მოხვდა. როგორც მათ აღნიშნეს, ქუჩის ძაღლების გამო თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

თელავის მერის შოთა ნარეკლიშვილის განმარტებით, ქალაქის მასშტაბით მიუსაფარი ცხოველების დამუშავება, სტერილიზება და კასტრაცია სისტემატიურ რეჟიმში ხორციელდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მიმდინარეობს რეგიონალური თავშესაფრის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ კახეთში მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მნიშვნელოვნად მოგვარდება.

ძაღლის შესაძლო წამების ფაქტზე გამოძიება დაიწყო ზუგდიდის პოლიციამაც. ზუგდიდის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთმა მოქალაქემ მკვდარი ძაღლი გუშინ შენიშნა და მისი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.


თემები:
კრიმინალი საქართველოში (978)

მთავარი თემები