03:06 04 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1513)
54 0 0

მაშველებმა ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი სამდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ძებნა მეტეოროლოგიური პირობების გამო გართულებული იყო.

თბილისი, 8 მაისი - Sputnik. სამდღიანი ძებნის შემდეგ მეხანძრე-მაშველებმა ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე ზვავში მოყოლილი 62 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო მაშველთა 5 ეკიპაჟი და სპეცტექნიკა. მიმდინარეობდა ხევის აეროდინამიკური მონიტორინგი. საძიებო სამუშაოებს მძიმე მეტეოროლოგიური პირობები ართულებდა. ჰიდროლოგების ინფორმაციით, ხეობაში ჩამოწვა 532 000 ტონა თოვლის და მიწის მასა. მუდმივად იყო ზვავის გამეორების საფრთხე.

„გზის მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში სამი დღის წინ შემოვიდა. ზარის ინიციატორის განცხადებით, შემთხვევის შედეგად დაშავებული იყო ორი მოქალაქე. მათ შორის ერთი სხვადასხვა დაზიანებით გადაყვანილია საავადმყოფოში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გარდა შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები თბილისიდან. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1513)

მთავარი თემები