02:32 05 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1515)
562 0 0

ბრალდებულმა ქალმა საკუთარ რძალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობის და მუქარის ბრალდებით თბილისში 58 წლის ქალი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა თავის საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საკუთარ რძალს და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა რძალს აღნიშნულ ფაქტამდეც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის გამოც რძალმა თვითმკვლელობა სცადა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის და 11 პრიმა 115-ე მუხლის პირველი ნაწილებით, 151-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სახვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას, ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობას და მუქარას გულისხმობს. დანაშაული ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოჯახური ძალადობა საქართველოში: პოლიციამ ლატვიის მოქალაქე დააკავა>>>

ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. ამიტომაც, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, მთავრობა აგრძელებს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მკაცრი პოლიტიკის გატარებას.

შსს-ს მონაცემებით, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.

2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. საქართველოს ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების გახშირების შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახური გარჩევების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1515)

მთავარი თემები