ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმე: სასამართლო საქმის განხილვას შეუდგა

© photo: Sputnikთბილისის საქალაქი სასამართლო
თბილისის საქალაქი სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხდარ ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. ბრალდებულებიდან ერთმა პირმა დანაშაული აღიარა, სამმა კი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმის განხილვას შეუდგა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გამსახურდიას ადვოკატის ამირან გიგუაშვილის თქმით, დღევანდელ პროცესზე მხარეები საკუთარ პოზიციებს წარადგენენ. მისი განმარტებით, არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებული პირების დანაშაულს დაადასტურებს. 

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმე სასამართლოში გადაიგზავნა

„ცოტნე გამსახურდიას ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა გაიმართება. ბრალდებულია ორი – გიორგი სოლოღაშვილი და ტატო ღარიბაშვილი. დანარჩენს სამს, ვინც ასევე პასუხისგებაშია მიცემული, ბრალად ედებათ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა. მათთან დაკავშირებითაც ასევე ჩატარდება წინასასამართლო სხდომა“, – განაცხადა გიგუაშვილმა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილს ცოტნე გამსახურდიას 19 დეკემბრის ღამით თბილისში, გალის ქუჩაზე თავს დაესხნენ და რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს როგორც ცივი იარაღით, ასევე ბლაგვი საგნით. საავადმყოფოში მას იმავე ღამით ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ის კვლავაც კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში რჩებოდა.

მოგვიანებით გამსახურდია მკურნალობის გასაგრძელებლად თურქეთში გადაიყვანეს. იგი თურქეთის ერთ–ერთ კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ამ დრომდე რჩება.

ადრე ერთ-ერთმა ბრალდებულმა გიორგი სოლოღაშვილმა ბრალი სრულად აღიარა და განაცხადა, რომ გამსახურდია მას შემდეგ დაჭრა, რაც მან უმიზეზოდ დაარტყა. მომხდარ ფაქტს წინ უსწრებდა ურთიერთობების გარკვევა, რომელიც სუფრასთან დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0