საჩხერეში მამაკაცმა 81 წლის მამა მოკლა - დამნაშავე დაკავებულია

© photo: Sputnik / Vitaly Ankov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამის მკვლელობაში ბრალდებულს 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 21 აპრილი - Spurnik. სამართალდამცველებმა იმერეთში ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 40 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციელი ხელბორკილით - Sputnik საქართველო
თბილისში გაუფრთხილებლობით მკვლელობაში პოლიციელს ედება ბრალი

უწყების ცნობით, ბრალდებულმა 19 აპრილს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახიოთში ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა 81 წლის მამას, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0