ვერეს ხეობაში მდინარემ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

გამოწერა
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. ვერეს ხეობაში შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, აცნობეს „Spurnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია - Sputnik საქართველო
მაშველებმა მდინარე იორში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მამაკაცის ცხედარი მდინარე ვერემ დღეს გამორიყა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სამაშველო ჯგუფები, ასევე იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით, ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ყველა ახალი ამბავი
0