08:37 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
95 0 0

მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის და აჭარის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 6 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 7 პირი დააჯარიმა, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის და აჭარის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 6 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციულად, 3000 ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე კახეთის პოლიციამ 3000 ლარით ერთი პირი დააჯარიმა, რომელიც აკრძალვის მიუხედავად მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანას ახორციელებდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, ახალი კორონავირუსის ქვეყანაში გავრცელების აღკვეთის და პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“, - აცხადებს უწყება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 85-ს მიაღწია. დაავადებისგან უკვე 14 ადამიანი გამოჯანმრთელდა.  ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 239 პაციენტია.

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოცხადდა.

მთავარი თემები