10:32 03 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4366
  • 100 RUB4.4862
  • USD3.0772
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1436)
20511

დაკარგული ტურისტის სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო დრონი და ორი ექოლოტი, რომელთა საშუალებითაც  წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობდა

თბილისი, 27 მარტი - Sputnik. მაშველებმა ქუთაისში ნიდერლანდების სამეფოს დაკარგული მოქალაქის ცხედარი მდინარეში იპოვეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

უწყების ცნობით, 23 წლის ტურისტს 17 დღის განმავლობაში ეძებდნენ.  საძიებო ოპერაციის მონიტორინგი ქუთაისში შექმნილი სამუშაო შტაბიდან  ხორციელდებოდა.

„პოლიციას ტურისტის დაკარგვის შესახებ მასთან ერთად მყოფმა პირებმა 7 მარტს შეატყობინეს, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საძიებო სამუშაოები დაიწყო“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის  სამსახურის სამაშველო ჯგუფები წყალზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებებს 15-კილომეტრიან მონაკვეთზე, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ.

ადგილზე მუშაობდნენ მყვინთავთა ჯგუფები. სამუშაოებში, სხვა  ტექნიკასთან ერთად, ასევე, ჩართული იყო დრონი და ორი ექოლოტი, რომელთა საშუალებითაც  წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობდა.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1436)

მთავარი თემები