თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის კარანტინში 12 ადამიანია მოთავსებული

© Sputnik / Alexander Imedashviliქალი სამედიცინო ნიღბით
ქალი სამედიცინო ნიღბით - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევები გამოავლინეს თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ქობულეთსა და ბათუმში – მათ ახლა ორკვირიანი ვადით საკუთარ სახლზე ნაკლებად კომფორტულ პირობებში მოუწევთ ყოფნა.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. პოლიციის თანამშრომლები დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობენ თვითიზოლაციაში მყოფი პირების მონიტორინგს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
თვითიზოლაციიდან კარანტინში – პოლიციასთან ერთად

მონიტორინგის დროს თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის ახალი ფაქტები გამოვლინდა. თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ქობულეთსა და ბათუმში ცხრა ადამიანი პოლიციის თანამშრომლების თანხლებით, იძულებითი წესით გადაიყვანეს საკარანტინო ზონაში.

ამ დროისთვის თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის გამო კარანტინში სულ 12 ადამიანია მოთავსებული.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსი 25 ადამიანს დაუდგინდა. კარანტინში იმყოფება 245 ადამიანი, ხოლო კლინიკებში ექიმების დაკვირვების ქვეშ – 58. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0