ტყის ხანძრები საქართველოში: ცეცხლთან ბრძოლა გრძელდება

© Sputnik / STRINGERტყის ხანძარი
ტყის ხანძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო ხუთ დღეში მთელი საქართველოს მასშტაბით მობილიზებული იყო დაახლოებით 1 ათასი მეხანძრე-მაშველი, ათობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის ოთხი ვერტმფრენი.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს მასშტაბით ტყისა და მინდვრის ხანძრებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს.

ამ დროისათვის ხანძრები ლიკვიდირებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერში; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჯოჭოში; ასევე კახეთის სოფლებში – ვერონასა და რუსიანში.

ტყის ხანძარი ატენის ხეობაში - Sputnik საქართველო
ტყის ხანძრები საქართველოში: ბოლო მონაცემები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის ან სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გომში; ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სკინდორსა და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში; დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალში და თეთრწყაროში.

ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

„ბოლო ხუთ დღეში მთელი საქართველოს მასშტაბით მობილიზებული იყო დაახლოებით 1 ათასი მეხანძრე-მაშველი, ათობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის ოთხი ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 390 დასხმა განახორციელეს", – ნათქვამია განცხადებაში.

ცალკეულ შემთხვევებში მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები.

ყველა ახალი ამბავი
0