თბილისი, 2 მარტი — Sputnik. თბილისში, „ლიბერთი ბანკის“ დიღმის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ცნობილია, რომ წაღებულია თანხა, თუმცა, ბანკის პრეს-სამსახური თანხის ზუსტ ოდენობას არ ასახელებს.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. პოლიცია ბანკის თანამშრომლების დაკითხვას ახორციელებს, რომლებიც მომხდარის დროს ბანკში იმყოფებოდნენ.
როგორც „Sputnik საქართველოს“ შსს-ში განუცხადეს, მიმდინარეობს ბოროტმოქმედის სამძებრო ღონისძიებები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო.