თბილისში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი გაქურდეს

© REUTERS / Marvin Gaulპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხა გაიტაცა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

 

თბილისი, 2 მარტი — Sputnik.  თბილისში, „ლიბერთი ბანკის“ დიღმის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
10 საფლავის გაქურდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ცნობილია, რომ წაღებულია თანხა, თუმცა, ბანკის პრეს-სამსახური თანხის ზუსტ ოდენობას არ ასახელებს.  

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. პოლიცია ბანკის თანამშრომლების დაკითხვას ახორციელებს,  რომლებიც მომხდარის დროს ბანკში იმყოფებოდნენ.

როგორც „Sputnik საქართველოს“ შსს-ში განუცხადეს, მიმდინარეობს ბოროტმოქმედის სამძებრო ღონისძიებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე (ყაჩაღობა) და  236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო.



ყველა ახალი ამბავი
0