08:24 09 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4507
  • 100 RUB4.3040
  • USD3.0594
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ (17)
40 0 0

ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის გარეშე დატოვება მოითხოვა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაო, 20 ათასი ლარის ოდენობით შესთავაზა

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია  ქრთამის აღების ფაქტზე და ერთი მოქალაქე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო.

დაკავებული გიორგი გოგიჩაიშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და დუმილის უფლებას იყენებს.

ბრალდებულის ადვოკატის, დავით ნოზაძის განცხადებით, გოგიჩაიშვილი გამოძიებასთან ითანამშრომლებს. ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის გარეშე დატოვება მოითხოვა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაო, 20 ათასი ლარის ოდენობით შესთავაზა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 22 აპრილს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

რაც შეეხება ბორჯომის მერს, ლევან ლიპარტიას აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო მსჯელობას ახლა იწყებს.

საქმის მასალების მიხედვით,  ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 ათასი ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 20 ათასი ლარი. აღნიშული პირი თანხის გადაცემისთანავე დააკავეს.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ,  ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8 ათასი ლარი გამოართვა.

გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

თემები:
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ (17)

მთავარი თემები