იტალიიდან ჩამოსული გოგონა ფოთიდან თბილისის ინფექციურში გადაჰყავთ

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა ქალმა სამედიცინო დახმარებისთვის ტემპერატურის მომატების შემდეგ მიმართა. ახლა კი ვარაუდობენ, რომ მას კორონავირუსი აქვს

თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. ფოთიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ იტალიაში ნამყოფი პაციენტი მაღალი სიცხით, განუცხადა ჟურნალისტებს ფოთის ჰოსპიტალის მენეჯერმა თეა მიგინეიშვილმა.

იტალიაში ნამყოფი 18 წლის გოგონა ფოთის ჰოსპიტალში შეიყვანეს მაღალი ტემპერატურით და სხვა სიმპტომებით, რომელიც ვირუსულ დაავადებას ახასიათებს.

„შემოიყვანეს პაციენტი, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნამყოფია იტალიაში. მაღალი ტემპერატურა რომ მისცა, მომართა კლინიკას. საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაავადებათა კონტროლის პროტოკოლების რეკომენდაციით, გადაგვყავს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შემდგომი გამოკვლევებისთვის. პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური“, - განუცხადა ჟურნალისტებს მიგინეიშვილმა.

იტალია კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი კერაა. საქართველოში კი ოთხშაბათ საღამოს დადასტურდა კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა. ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ირანიდან ჩამოვიდა. 50 წლის მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

ირანის ორი მოქალაქე მაღალი ტემპერატურის გამო საქართველოში არ შემოუშვეს >>

 

ყველა ახალი ამბავი
0