ირანის ორი მოქალაქე მაღალი ტემპერატურის გამო საქართველოში არ შემოუშვეს

© Sputnik / STRINGERსარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი
სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის გამოვლენასთან დაკავშირებით საგანგებო ზომებია მიღებული: ორი კვირით ირანთან სახმელეთო მიმოსვლა აიკრძალა

თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. ირანის ორი მოქალაქე არ შემოუშვეს საქართველოს ტერიტორიაზე მომატებული ტემპერატურის გამო, განუცხადა ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ.

საქართველო ირანში მგზავრობაზე შეზღუდვებს აწესებს >>

ექიმები - Sputnik საქართველო
ვინ არის საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტი: ცნობილია დეტალები

საქართველოში ოთხშაბათს დადასტურდა კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა. ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც წინა დღეს ირანიდან ჩამოვიდა. 50 წლის მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

„რაც შეეხება საზღვარს, მგზავრთა სკრინინგი ინტენსიურად მიმდინარეობს, როგორც აეროპორტში, ისევე სარფში. სამედიცინო პერსონალი ყველა საეჭვო ჩივილებით მგზავრებს ამოწმებს. თუ გამოვლინდება საეჭვო შემთხვევა, მისი გადაყვანა მოხდება ინფექციურ საავადმყოფოში. რამდენიმე პირს ჰქონდა გადმოსვლის მცდელობა, თუმცა ისინი უკანვე გააბრუნეს. როგორც ვიცი, ირანის ორი მოქალაქე იყო მათ 37,5 სიცხე ჰქონდათ. ჩვენს ზონაში არც ერთი საეჭვო პირი არ მოხვედრილა“, – განაცხადა ნიჟარაძემ.

მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ დღეისათვის საქართველოში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს და არანაირი დამატებითი ზომები, როგორც მაგალითად სკოლების დაკეტვა, არ იგეგმება.

თუმცა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ორი კვირით საქართველოსა და ირანს შორის სახმელეთო მიმოსვლა აიკრძალოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0