სოფელ მატნის მახლობლად ხანძარია

© Sputnik / STRINGERხანძარი ატენის ხეობაში
ხანძარი ატენის ხეობაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რთული რელიეფის გამო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს. მეხანძრე-მაშველების ორი ბრიგადა სტიქიის ზონაში შეღწევას ცდილობს.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის მახლობლად ხანძარია, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ტყის ხანძარი - Sputnik საქართველო
კახეთში ტყის ხანძარი პრაქტიკულად ჩამქრალია

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით ათ კილომეტრში რამდენიმე საათის წინ გაჩნდა და ტყის მასივზე გავრცელდა.

რთული რელიეფის გამო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს. მეხანძრე-მაშველების ორი ბრიგადა სტიქიის ზონაში მისვლას ცდილობს.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იწვის სამ ჰექტრამდე ფართობის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი.

ყველა ახალი ამბავი
0