07:18 02 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5460
  • 100 RUB4.1164
  • USD3.2413
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1384)
99 0 0

გენერალური საკონსულო აქტიურად თანამშრომლობს თურქეთის ხელისუფლებასთან შესაძლო დაშავებულების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით.

თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ირანისა და თურქეთის საზღვარზე გამთენიისას მოხდა. ეპიცენტრი მდებარეობდა 141 კილომეტრში დასავლეთით, ირანის ქალაქ თავრიზიდან და თურქეთის ქალაქ ოზალპიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 71 კილომეტრში. კერა 5 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. დღეს დილით დაფიქსირდა კიდევ 10 აფტერშოკი, უძლიერესი 4,4 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური საკონსულო აქტიურად თანამშრომლობს თურქეთის ხელისუფლებასთან შესაძლო დაშავებულების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით.

ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის არის სამი ბავშვი, დაშავდა 37 ადამიანი. ირანში დაშავებულთა რაოდენობამ 75-ს მიაღწია.

თემები:
მსოფლიო დღეს (1384)

მთავარი თემები