მამის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულის ბიცოლა აცხადებს, რომ მისი გამართლება არასრულწლოვანის სტატუსის გამო დაუშვებელია და მას სასჯელის მაქსიმალური ზომა უნდა შეეფარდოს.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საჩხერის მუნიციპალიტეტში მამის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ არასრულწლოვანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. არასრულწლოვანის ინტერესებს საზოგადოებრივი ადვოკატი ესმა ნორაკია იცავს. როგორც ადვოკატი აცხადებს, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ. მომდევნო პროცესი 40 დღის ვადაში გაიმართება.

შემთხვევა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში, 18 თებერვალს მოხდა.

პოლიცია - Sputnik საქართველო
პოლიციამ მამის მკვლელობისთვის 17 წლის მოზარდი დააკავა

არასრულწლოვანმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად მამას სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. 51 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. არასრულწლოვანმა დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. ასევე დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა.

სამართალდამცველებმა მოზარდი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ოჯახი დაკავებულის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. როგორც დაკავებულის ბიცოლა ამბობს, მისი გამართლება არასრულწლოვანის სტატუსის გამო დაუშვებელია და მას სასჯელის მაქსიმალური ზომა უნდა შეეფარდოს. მამის მკვლელობაში ბრალდებულის ნათესავების თქმით, ამით სხვა ოჯახებსაც დაიცავენ.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0