პოლიციამ მამის მკვლელობისთვის 17 წლის მოზარდი დააკავა

გამოძიების ინფორმაციით, შვილმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას სანადირო თოფიდან მამას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. მამის მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 17 წლის მოზარდი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შემთხვევა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მოხდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად მამას სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. 51 წლის დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. არასრულწლოვანმა დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. ასევე დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა.

სამართალდამცველებმა მოზარდი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური