ორი კომპანიის დირექტორი, ინჟინერი და აუდიტორი თაღლითობაზე დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსუსის შენობა
სუსის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულები სახელმწოფოს კუთვნილ 177 000 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე სუსმა 4 პირი დააკავა და 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე დაკავებულები არიან შპს „პრიზმას“ დირექტორი გ.ნ., ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებლები გ.ჯ., ი.გ. და შპს „აუდიტ-ფრევეგის“ ექსპერტი რ.კ. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, შპს „მშენტექზედამხედველის“ დირექტორი ნ.ბ. და საწარმოში გულგრილობის ფაქტზე შპს „პრიზმა“-ს ინჟინერი თ.მ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
თბილისის მერიის ყოფილი ჩინოვნიკი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წლის 19 ოქტომბერს, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ქალაქ ცაგერში, სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც შპს „პრიზმამ“ გაიმარჯვა. აღნიშნულ კომპანიასთან 2 714 143 ლარის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმდა. სპორტული კომპლექსის მშენებლობის დროს, შპს „პრიზმას“ დირექტორმა, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებლების დახმარებით, დოკუმენტებში 177 000 ლარის ღირებულების სამუშაოები ყალბად დააფიქსირა შესრულებულად  და ამ გზით სახელმწიფოს კუთვნილ აღნიშნულ თანხას თაღლითურად დაეუფლა.  შპს „პრიზმას“ დირექტორს თაღლითობაში დახმარება გაუწია შპს „აუდიტ-ფრევეგის“ ექსპერტმა, რომელმაც მის მიერ შედგენილ დასკვნაში არარსებული სამუშაოები შესრულებულად აჩვენა.

თავის მხრივ, შპს „მშენტექზედამხედველის“ დირექტორმა, რომელსაც სამუშაოების შესრულების პროცესში ტექნიკური ზედამხედველობა ევალებოდა და შპს „პრიზმას“ ინჟინერმა, რომელიც  საანგარიშგებო დოკუმენტებს ადგენდა, დოკუმენტებში არარსებული სამუშაოები შესრულებულად დააფიქსირეს.

ფინანსური თაღლითობა - Sputnik საქართველო
„ჯადოს მოხსნა“ 5 ათას დოლარად: თაღლითი დაკავებულია

სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო, 2017 წლის 12 ოქტომბერს, შპს „პრიზმასთან“ დადებული ხელშეკრულება შეწყდა, რის გამოც სამშენებლო სამუშაოები სხვა კომპანიის მიერ დასრულდა.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0