კატალიზატორების ქურდობის ბრალდებით თბილისში სამი პირი დააკავეს

გამოწერა
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ქირაობდნენ ავტომობილებს, შემდეგ ხსნიდნენ კატალიზატორებს და სხვადასხვა ავტოსახელოსნოში აბარებდნენ.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ავტომობილებიდან კატალიზატორების ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ჯგუფურად ქირაობდნენ ავტომობილებს, შემდეგ ხსნიდნენ კატალიზატორებს და სხვადასხვა ავტოსახელოსნოში აბარებდნენ.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0