თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ავტომობილებიდან კატალიზატორების ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ჯგუფურად ქირაობდნენ ავტომობილებს, შემდეგ ხსნიდნენ კატალიზატორებს და სხვადასხვა ავტოსახელოსნოში აბარებდნენ.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.