06:57 02 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5460
  • 100 RUB4.1164
  • USD3.2413
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1349)
105 0 0

ავარიის შედეგად დაშავდა სამი არასრულწლოვანი, ერთ-ერთის, რვა წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და ის თბილისში გადაჰყავთ. დანარჩენები ახალციხის კლინიკა „იმედში“ მოათავსეს

თბილისი, 16 თებერვალი - Sputnik. ახალციხეში ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, ავარიის შედეგად 3 მცირეწლოვანი დაშავდა, იუწყება პირველი არხი.

შემთხვევის დაშავებულები შედეგად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ახალციხის კლინიკა „იმედში" გადაიყვანა.

დაშავებულ არასრულწლოვნებს შორის ერთ-ერთი მათგანის, რვა წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის კომაში მყოფი შეიყვანეს საავადმყოფოში.

კლინიკის მენეჯერის ინფორმაციით, არასრულწლოვნის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა გახდა საჭირო. მისივე ინფორმაციით, მოზარდი კატასტროფის ბრიგადას თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაჰყავთ. დანარჩენი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათ მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მეორე ნაწილით დაიწყო.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1349)

მთავარი თემები