გაყიდვა კი არა, გაშვილება უნდოდა: ახალშობილის გაყიდვის საქმის დეტალები

გამოწერა
ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არასასურველი ორსულობის შეწყვეტა სურდა, მაგრამ ექიმის რჩევას დაჰყვა, ამიტომ უკვე არასასურველი ბავშვის მოშორება მოუწია.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ახალგაზრდა ქალი, დედა, რომელიც ბავშვებით ვაჭრობაში სხვა ექვს პირთან ერთად ამხილეს, ორსულობის შეწყვეტას აპირებდა, მაგრამ მას ექიმებმა გადააფიქრებინეს, განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ლევან ჯავახაძემ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ექიმებმა დაარწმუნეს ქალი, რომ გაეჩინა ბავშვი და შემდეგ გაეშვილებინა. გაყიდვაზე საუბარი არ ყოფილა, აღნიშნა ადვოკატმა.

ახალშობილი - Sputnik საქართველო
საქართველოში ახალშობილის გაყიდვის ფაქტზე დედა დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გასულ ხუთშაბათს ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავეს. უწყებაში განაცხადეს, რომ დაკავებულთა შორის არიან ბავშვის დედა და ორი ექიმი. ერთ-ერთი წარსულში ამავე დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ერთმანეთში. ამ ადამიანებმა „მყიდველიც" იპოვეს, რომელიც მზად იყო, ბავშვის სანაცვლოდ 13 ათასი დოლარი გადაეხადა.

შვიდივე დაკავებული სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. ბრალდებამ სააპელაციო საჩივარი შეიტანა.

დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ საქმეში არ ფიგურირებს ფულადი ჯილდო ბავშვის გადაცემისთვის, ეს ფაქტი საბრალდებო დასკვნაში არ წერია.

საბურთალოზე სადარბაზოში მიტოვებული ჩვილი იპოვეს: დედამ წერილი დატოვა...>>

„მეან-გინეკოლოგთან კონსულტაციაზე მივიდა ირმა მაისურაძე, რომელსაც აბორტის გაკეთება უნდოდა... ექიმმა მას აბორტის გაკეთება გადააფიქრებინა და ბავშვის გაშვილება შესთავაზა. დაითანხმა ეს გოგონა ამაზე", – განაცხადა ჯავახაძემ. მისი თქმით, ისინი იმედოვნებენ, რომ რადგან დანაშაული ნაკლები სიმძიმისაა, საქმე საპროცესო შეთანხმებით დასრულდება.

გამოძიება ადამიანებით ვაჭრობის მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14-დან 17-წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0