საქართველოში ახალშობილის გაყიდვის ფაქტზე დედა დააკავეს

© Pixabay / Pexelsახალშობილი
ახალშობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახალშობილის დედას 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვანით ვაჭრობის – ტრეფიკინგის ფაქტზე შვიდი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა თავად ახალშობილის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. მათგან ერთ-ერთი გასულ წლებში ამავე სახის დანაშაულზე იყო ნასამართლევი.

პოლიციამ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით მშობელი დააკავა - Sputnik საქართველო
პოლიციამ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით მშობელი დააკავა

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ურთიერთშორის", – აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა იპოვეს პირი, რომელსაც ბავშვის ყიდვა სურდა და სანაცვლოდ მას 13 ათასი დოლარი მოსთხოვეს. ბავშვის დედა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ფეხმძიმობის პერიოდში შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლისა და საავადმყოფოში მშობიარობის დროს სხვა პირის გვარ-სახელით იყო რეგისტრირებული.

ახალშობილის გაყიდვის შემდეგ, მიმდინარე წლის 6 თებერვალს საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა. უწყების ცნობით, ბავშვი დროებით მეთვალყურეობაში გადაეცა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 1432 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14-დან 17-წლამდე ვადით.

 

ყველა ახალი ამბავი
0