საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები შემოჰქონდათ

გამოწერა
ნარკოტიკებთან დაკავშირებული საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკი შემოჰქონდათ – დაკავებულია ერთი პირი

მებაჟე-ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად ნარკოტიკული (25 კაფსულა და 12 აბი) და ფსიქოტროპული (12 კაფსულა) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0