ხეტყის უკანონო ჭრა: ყველაზე მეტი შემთხვევა კახეთში დაფიქსირდა

© photo: Sputnik / Konstantin Chalabovხის ჭრა
ხის ჭრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტების ექვს შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იანვარში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 309 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ხეტყის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი კახეთის ტერიტორიაზე გამოვლინდა. გამოვლენილ ფაქტებს შორის ექვსი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ტყე - Sputnik საქართველო
კლიმატის მწვანე ფონდი საქართველოს სატყეო სექტორის პროექტს 32 მლნ აშშ დოლარით დააფინანსებს

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 130 ფაქტი გამოვლინდა.

აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით დაფიქსირდა ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 65 ფაქტი, იმერეთში - 34, ქვემო ქართლში - 29, სამცხე-ჯავახეთში - 18, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 13, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში - 7-7, რაჭა-ლეჩხუმი–ქვემო სვანეთში - 4, გურიაში კი 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჯამში უკანონოდ მოპოვებული 450 კუბურ მეტრამდე ხეტყე ამოიღეს.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 32 ფაქტი. ასევე ამოღებულია ცხრა ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

საქართველოს სატყეო ფონდი 2,9 მილიონი ჰექტარის ფართობს იკავებს, საიდანაც 2,7 მილიონი ჰექტარი დაფარულია ტყეებით, რაც ქვეყნის ტერიტორიის 40%-ს შეადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0