თბილისში მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა – ერთი ადგილზე დაიღუპა

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მუშები კორპუსის საფასადე სამუშაოებს ასრულებდნენ. ერთი მუშა ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მერვე სართულიდან ორი მუშა გადმოვარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

წვეეთოვანი ოპერაციაზე - Sputnik საქართველო
კვიპროსზე მშენებლობაზე საქართველოს მოქალაქე დაშავდა - ოჯახი დახმარებას ითხოვს

უბედური შემთხვევა მეტროს სადგურ „გოცირიძის" მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები კორპუსის საფასადე სამუშაოებს ასრულებდნენ. ერთი მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პირველ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.

„პაციენტი შემოყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ მერვე სართულიდან გადმოვარდნის გამო. იგი 26 წლისაა. მამაკაცს მიღებული აქვს სხეულის სხვადასხვა მიდამოს მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შეშუპება, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ასევე აქვს ბარძაყის მოტეხილობა. ამ ეტაპისთვის მდგომარეობა არის მძიმე“, – განაცხადა კლინიკის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა ხათუნა ხუფენიამ.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან შრომის ინსპექციის დეპარტამენტის თანამშრომლები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0