კვიპროსზე მშენებლობაზე საქართველოს მოქალაქე დაშავდა - ოჯახი დახმარებას ითხოვს

© photo: Sputnik / Varvara Gertye / გადასვლა მედიაბანკშიწვეეთოვანი ოპერაციაზე
წვეეთოვანი ოპერაციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა მამაკაცი მშენებლობაზე სიმაღლიდან გადავარდა, მას თავის ქალის სერიოზული ტრავმა აქვს მიღებული. ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს მოქალაქე ლევან ჯახია სერიოზულად დაშავდა მშენებლობაზე კვიპროსზე და ამჟამად კომაშია, იუწყება პირველი არხი.

ავარია საბერძნეთში: დაიღუპა საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არალეგალები გადაჰყავდა >>

ტელეარხის მონაცემებით, 25 წლის ჯახია, რომელიც კვიპროსზე ორი წლის განმავლობაში ცხოვრობს, სამშენებლო ხარაჩოდან 21 იანვარს გადავარდა. ამჟამად ის ლიმასოლის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმები მას ხელოვნური კომის მდგომარეობაში ამყოფებენ.

„მას თავის ქალის ძვლების მოტეხილობა აქვს, მარცხენა მხრიდან ძვალი არ აქვს, ამოუღეს, შემდეგ ხელოვნური უნდა ჩაუსვან“, - განაცხადა მისმა დამ ანა ჯახიამ.

მისი თქმით, ლევან ჯახიას ჩაუტარდება ტომოგრაფია, რომელიც დაადგენს, დაზიანებულია თუ არა ტვინი.

გოგონას თქმით, მათი ოჯახი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან მკურნალობა ძალიან ძვირი ჯდება, ოჯახს კი ფინანსურად ძალიან უჭირს. ისინი დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ.

ყველა ახალი ამბავი
0