14:07 26 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4801
  • 100 RUB4.4615
  • USD3.1916
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1649)
16501

პოლიციამ სულ 17 პირი დააკავა, რომელთაგან ცხრა აზერბაიჯანის მოქალაქეა, ხუთი საქართველოს, ორი უკრაინის და ერთი რუსეთის.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. თურქეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე გურამ ჩიხლაძე („გურამ კუტაისკი") აზერბაიჯანელ კრიმინალურ ავტორიტეტ ნადირ სალიფოვზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით დააკავა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი".

დაკავების ოპერაცია სტამბულში ჩატარდა. სამართალდამცავმა ორგანოებმა თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი 17 პირი განაიარაღა. დაკავებულთაგან ცხრა ადამიანი აზერბაიჯანის მოქალაქეა, ხუთი საქართველოს, ორი უკრაინის და ერთი რუსეთის.

თურქეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა სტამბულში მომხდარ სხვა დანაშაულებთან აღნიშნული დაჯგუფების კავშირი დაადგინა.

პოლიციელებმა დაკავებულთა პირადი ჩხრეკისას 11 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და 220-ზე მეტი ვაზნა ამოიღეს.

თემები:
მსოფლიო დღეს (1649)

მთავარი თემები