მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კიევში ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს

© photo: Sputnik / Vitaly Zelensky / გადასვლა მედიაბანკშიპოლიცია კიევში
პოლიცია კიევში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებული გეგმავდა ე.წ. „სხოდკების“ ორგანიზებას, ჩატარებასა და უშუალოდ მონაწილეობას გავლენის სფეროების გადანაწილებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა კიევში დააკავეს 47 წლის „კრიმინალური ავტორიტეტი“ დავით გერლიანი, მეტსახელად „დათო სვანი“, აღნიშნულია უკრაინის ნაციონალური პოლიციის კიევის სამმართველოს პრესსამსახურის განცხადებაში.

„კიევსა და სხვა რეგიონებში იგი გეგმავდა კრიმინალური სამყაროს მართვას. კერძოდ, აპირებდა ე.წ. „სხოდკების“ ორგანიზებას, ჩატარებას და უშუალოდ მონაწილეობას გავლენის სფეროების გადანაწილებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. იგი გეგმავდა ასევე დანაშაულებრივ საქმიანობაში ახალგაზრდობის მოზიდვას „დანაშაულებრივი ტრადიციების“ შესანარჩუნებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. არაერთხელაა ნასამართლევი ყაჩაღური თავდასხმებისთვის, სასჯელს იხდიდა რუსეთში, სადაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში 21 წელი აქვს გატარებული. კანინიერ ქურდად ის თურქეთში, 2014 წელს „აკურთხეს“.

ყველა ახალი ამბავი
0