22:49 24 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1278)
69 0 0

ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ის მოქალაქეები დააჯილდოვა, რომლებმაც გადაუდებელი შემთხვევის დროს 112-ზე დარეკეს და უცხო ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინეს

თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის განახლებული ცენტრის - „112“-ის პრეზენტაცია გაიმართა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, პრეზენტაციას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილეები, სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მომიჯნავე სამსახურის წარმომადგენლები და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ახალი ცენტრი გახდის უფრო ეფექტურსა და ოპერატიულს მომსახურებას, რომლითაც მოსახლეობა კრიზისულ და გადაუდებელ შემთხვევებში სარგებლობს.

„თითოეული წამი და წუთი გადამწყვეტია, როდესაც შემოდის საგანგაშო ზარი, თუნდაც ჯანდაცვის მიმართულებით, ან სახანძრო-სამაშველო, ან პოლიციური - შესაბამისი დანაყოფების მივლინება ინციდენტის ადგილას, რომ მოხდეს სწრაფად“, - განაცხადა გომელაურმა.

ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ის მოქალაქეები დააჯილდოვა, რომლებმაც გადაუდებელი შემთხვევის დროს 112-ზე დარეკეს და უცხო ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინეს. ვახტანგ გომელაურმა, ასევე, დააჯილდოვა 2019 წლის საუკეთესო ოპერატორი, დისპეტჩერი და ჯგუფის უფროსი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“ და ერთობლივი ოპერაციების ცენტრი2 019 წლის 31 დეკემბერს გაერთიანდა  და  საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ჩამოყალიბდა.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1278)

მთავარი თემები