მაშველებმა სვანეთში აილამას მთაზე ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს

© photo: Emergency Management Service / FBალპინისტის გადარჩენა აილამას მთაზე სვანეთში
ალპინისტის გადარჩენა აილამას მთაზე სვანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალპინისტი მწვერვალზე ორი დღე იმყოფებოდა და ფეხების მოყინვის გამო დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებდა

თბილისი, 15 დეკემბერი - Sputnik. ქართველმა მაშველებმა იპოვეს მამაკაცი, რომელიც ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე სამი ათასი მეტრის სიმაღლეზე იყო ჩარჩენილი, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

© photo: Emergency Management Service / FBალპინისტის გადარჩენა აილამას მთაზე სვანეთში
მაშველებმა სვანეთში აილამას მთაზე ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს - Sputnik საქართველო
ალპინისტის გადარჩენა აილამას მთაზე სვანეთში

მამაკაცის ძებნა წუხელ ღამით მას შემდეგ დაიწყო, რაც დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში დახმარების თხოვნით შეტყობინება შევიდა.

დაკარგული მეთევზეების ძებნა ჯანდარის ტბაზე - Sputnik საქართველო
მაშველებმა ჯანდარის ტბაზე დაკარგული ახალგაზრდების ცხედრები იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, სამაშველო სამსახურში დარეკა ადამიანმა, რომელიც ასევე იმყოფებოდა მთის მწვერვალზე, მაგრამ უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა შეძლო.

დილიდან, ხილვადობის აღდგენის შემდეგ, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი. 

© photo: Emergency Management Service / FBალპინისტის გადარჩენა აილამას მთაზე სვანეთში
მაშველებმა სვანეთში აილამას მთაზე ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს - Sputnik საქართველო
ალპინისტის გადარჩენა აილამას მთაზე სვანეთში

დაშავებული მამაკაცი ვერტმფრენით გადაიყვანეს თბილისში, ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში. პირველადი სამედიცინო დახმარება მას პოლიციის ვერტმფრენში, გადაუდებელი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრის ექიმებმა აღმოუჩინეს.

ყველა ახალი ამბავი
0