ჩხუბი საკრებულოში: ლევან ხაბეიშვილი გამოკითხვაზე იმყოფებოდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაკრებულოს შენობა
საკრებულოს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატს ყოფილი მმართველი პარტიიდან მართლმსაჯულების არ სჯერა და ეჭვი ეპარება, რომ მისი კოლეგები უმრავლესობიდან დაისჯებიან

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც კომისიის სხდომაზე სცემეს, გამოძიებას ჩვენება მისცა, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

ფიზიკური დაპირისპირება: საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის" წევრი სცემეს – ვიდეო >>

ინციდენტი თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომაზე მოხდა. უმრავლესობის დეპუტატმა თარაშ შურღაიამ შეურაცხყოფა მიაყენა ხაბეიშვილს, კორუფციაზე მისი გამონათქვამების გამო, რაზეც პასუხი მიიღო. ამის შემდეგ მმართველი პარტიის დეპუტატებმა ხაბეიშვილი წააქციეს და ცემა დაუწყეს. ისინი მანდატურებმა და დანარჩენმა დეპუტატებმა გააშველეს. ოპოზიციონერ დეპუტატს ჩალურჯებული აქვს თვალი.

„ჩემი აზრით, არავინ დაისჯება მარტივი მიზეზის გამო, ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდნენ ჩემს პროვოცირებას, მათ შორის, ფიზიკური შეურაცხყოფით, სიტყვიერი შეურაცხყოფით. მათ უნდოდათ, მე დამეწყო ფიზიკური დაპირისპირება, რაც ვერ მივართვი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

საკრებულო - Sputnik საქართველო
თბილისის საკრებულოში ხელჩართული ბრძოლის შედეგები: საპროტესტო აქცია და ომბუდსმენის საჩივარი

მას დღეს ექსპერტიზაც ჩაუტარდა. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, ლევან ხაბეიშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მთავარი ტესტი, რომელიც მათ ჩასაბარებელი აქვთ არ არის ის, თუ რამდენად მძიმე დაზიანებები აქვს მას მიყენებული.

„ფაქტი სახეზე მეტობა, ამაზე მეტი რა უნდა დაწეროს ექსპერტიზამ. აშკარად მეტყობა, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი. ეს არის მარტივი ტესტი, თუ „ქართული ოცნების" დეპუტატს უბრალოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებ შეიძლება ციხეში წახვიდე, მაგრამ თუ ოპოზიციონერ დეპუტატს პოლიტიკური განცხადებების გამო, ჯგუფურად და ორგანიზებულად ფიზიკურად დაუპირისპირდები, მაშინ შეგიძლია ლაღად და თავისუფლად გადაადგილდე“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შსს ამ საქმეს სსკ-ის 126-ე მუხლით იძიებს, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ლევან ხაბეიშვილი ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური წევრია. თბილისის საკრებულოში მისი გამონათქვამები არაერთხელ გამხდარა სკანდალის საბაბი მმართველი პარტიის დეპუტატებთან. ის ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებს მიტინგებში, რომლებზეც თბილისის მერიის საქმიანობას აპროტესტებენ.

ყველა ახალი ამბავი
0