10:59 28 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1797)
95 0 0

მამაკაცი გუშინ მომხდარი ავტოავარიის დროს, ავტომანქანის კიდევ ორ მგზავრთან ერთად, სოფელ ჩხუტელში ცხენისწყლის არხში გადავარდა.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. სამძებრო სამუშაოების შედეგად ცაგერის მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა გუშინ მომხდარი ავტოავარიისას დაკარგული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარს მიაკვლიეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

უბედური შემთხვევა გუშინ, საღამოს ცაგერის მუნიციპალიტეტში მოხდა. ავტომობილი, რომელშიც სამი მამაკაცი იმყოფებდა, სოფელ ჩხუტელში ცხენისწყლის არხში გადავარდა. წყლის დინებამ კი მანქანაში მყოფები ხელოვნურ გვირაბში ჩაითრია.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ახალგაზრდის ცხედარი მაშველებმა გუშინვე იპოვეს, ხოლო მეორე მამაკაცის ცხედარი დღეს წყალმა შემთხვევის ადგილიდან მოშორებით, გვირაბის მეორე მხარეს გამორიყა.

სამივე მამაკაცი სოფელ ჩხუტელის მკვიდრია, ისინი მეზობლები არიან.

ამ დროისთვის ნაპოვნია 68 წლის ჯონი კვირიკაშვილისა და 25 წლის აკაკი მეშველიანის ცხედრები. 29 წლის თორნიკე ჭიჭნაძეს კი ამ დრომდე ეძებენ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1797)

მთავარი თემები