ცაგერში ავტომობილის არხში გადავარდნის შედეგად სამი მამაკაცი დინებამ გვირაბში ჩაითრია

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთი ახალგაზრდის ცხედარი უკვე იპოვეს. ადგილზე მობილიზებულია მაშველები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩხუტელში ავტომობილი, რომელშიც სამი მამაკაცი იმყოფებოდა, ცხენისწყლის არხში გადავარდა, იუწყება პირველი არხი.

სავარაუდოდ, მანქანა დიდი სისწრაფით მოძრაობდა, დამცავ ჯებირებს შეეჯახა და არხში ჩავარდა. წყლის დინებამ მანქანაში მსხდომები ხელოვნურ გვირაბში ჩაითრია.

სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ერთი ახალგაზრდის ცხედარი უკვე იპოვეს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0