10:45 29 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8708
  • 100 RUB4.2140
  • USD3.3203
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2098)
207501

მიგრანტთა ბანაკში სხვადასხვა ეროვნების მიგრანტებმა იჩხუბეს, რის გამოც პოლიციელების ჩარევა გახდა საჭირო. ქართველი ახალგაზრდა სწორედ ამ დროს დააკავეს

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. იტალიის ქალაქ გრადისკა დ'იზონცოში საქართველოს 20 წლის მოქალაქე ციხიდან ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

არსებული ინფორმაციით, 14 იანვარს გრადისკა დიზონცოს მიგრანტთა ბანაკში სხვადასხვა ეროვნების მიგრანტებმა იჩხუბეს, რის გამოც პოლიციელების ჩარევა გახდა საჭირო. სამართალდამცველებმა ჩხუბი ძალის გამოყენებით შეაჩერეს და კონფლიქტის აქტიური მონაწილეები დააკავეს. ციხეში 20 წლის ქართველი შეუძლოდ გახდა და ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 19 იანვრის ღამით მას გულის შეტევა დაემართა, ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ინფორმაციას საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.

„საკონსულო ინფორმირებულია მომხდარის შესახებ. წინასწარი მონაცემებით, მოქალაქე გარდაიცვალა გულის შეტევით და მომავალ კვირაში ჩატარდება ექსპერტიზა. მომხდართან  დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.

საქმეზე გამოძიება გორიციის პროვინციის პროკურატურამ დაიწყო. უახლოეს დღეებში ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდეგაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გახდება ცნობილი.

თემები:
მსოფლიო დღეს (2098)

მთავარი თემები